რეგისტრაცია

“პურში ჩადეს თაგვის წამალი და აჭამეს ბავშვებს” – მოწამლული არიან მოსწავლეები

“პურში ჩადეს თაგვის წამალი და აჭამეს ბავშვებს” – მოწამლული არიან მოსწავლეები
22 Mar 2025, 14:44

“ვის ეკუთვნის სკოლის ამბები. საგარეჯოს ერთ-ერთ სკოლაში, კერძოდ კაკაბეთში უფროსკლასელებმა პურში ჩადეს თაგვის წამალი და აჭამეს ბავშვებს, რამდენიმეს, გადასხმები უდგათ, უნდა მოეთხოვოს სკოლის ადმინისტრაციას პასუხი და იმათ, ვინც ეს გააკეთეს რეაგირებას ვინ მოახდენს” – აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ანონიმურმა მომხმარებელმა გაავრცელა.

ფაქტთან დაკავშირებით სტატია etaloni.ge-მ მოამზადა.

გამოცემასთან საუბრისას  სკოლის დირექტორი, პაატა ჩხეიძე აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ არაფერი მომხდარა. ამბავი არ დაადასტურა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა – ლელა ფანოზიშვილმაც, თუმცა საგარეჯოს “ჯეო-ჰოსპიტალში” “ეტალონს” განუცხადეს, რომ დეტალებზე მხოლოდ პედიატრი ისაუბრებდა, თუმცა მოსწავლეების მოწამვლის ფაქტი არ უარყვეს.

რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი და ვისი ბრალეულობაა – ამ კითხვას იმედია გამოძიება შესაბამის პასუხს გასცემს, თუმცა ფაქტს, რომელსაც სკოლის დირექტორი უარყოფს, მოწამლული მოსწავლის მშობელი “etaloni.ge”- სთან ადასტურებს.

ქალბატონი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გვთხოვა, გვიამბობს, რომ სკოლის გვერდით არის თონე, სადაც ბავშვებმა პური იყიდეს და ჭამეს. ამის შემდეგ დაეწყოთ მუცლისა და თავის ტკივილი:

“ეს ამბავი გუშინწინ მოხდა… როდესაც შევიტყვე, რომ ბავშვს მოწამვლის ნიშნები ჰქონდა, საღამოს კლინიკაში გადავიყვანეთ, თურმე მთელი დღე ამ ამბებში ყოფილან… გადაყვანილები არიან სხვა ბავშვებიც (საკმაოდ ბევრნი), თუმცა იქ გვითხრეს, რომ არანაირი მოწამვლა არ არის და ღამის სამ საათზე სახლში გამოგვიშვეს. ბავშვს ახლაც გადასხმას ვუდგამთ, მუცელი და თავი ისევ სტკივა, და საავადმყოფოში კიდევ მითხრეს, თუნდაც მთელი ყუთი თაგვის წამალი შეეჭამა, მაინც არაფერი დაუშავდებოდაო”

ამის შემდეგ etaloni.ge კიდევ ერთი მოსწავლის მშობელს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა რომ საავადმყოფოში არიან, თუმცა რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ვინ არის პასუხისმგებელი მოსწავლეების მოწამვლაზე – იმედია, უახლოეს მომავალში გარიკვევა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი  etaloni.ge-ს სტატიის გამოქვეყნების შემდეგ წაიშლა, თუმცა მოსწავლეების მოწამვლისა და მათი კლინიკაში გადაყვანის ფაქტი სხვადასხვა წყაროებიდანაც დადასტურდა.

 

etaloni.ge


აგრეთვე იხილეთ: