ვერ წარმოიდგენთ როგორ ეხმაურება სომხური მედია გუშინ, „დინამო არენაზე“, საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგ მომხდარს?

გუშინ „დინამო არენაზე“, ერთა ლიგის პლეი-ოფში, საქართველომ სომხეთი დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 9:1) და B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში სომხური გამოცემა Ուրիշ Ֆուտբոլ – Urish Football ეხმაურება.
„ძვირფასო ქართველებო, ვისაც კარგი დამოკიდებულება ჰქონდა სომხების მიმართ.
გვესმის, რომ ეს არ არის ქართველი გულშემატკივრების რეალური სახე, მაგრამ ეს მოხდა ამ [ქართული] ჯგუფისგან ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ. ასე არ მომხდარა რამდენიმე დღის წინ ერევანში ქართველებთან მიმართებით“, – აღნიშნულია facebook-პოსტში.