რეგისტრაცია

რას ითხოვს მაგდა პაპიძე? - ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ისევ სასამართლოში გამოჩნდა

რას ითხოვს მაგდა პაპიძე? - ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ისევ სასამართლოში გამოჩნდა
29 Mar 2025, 10:47

10-წლიანი პაუზის შემდეგ მაგდა პაპიძე სასამართლო დარბაზში გამოჩნდა. „კურიერი p.s“-მა გადაიღო უვადო პატიმრობამისჯილი ქალის სასამართლო სხდომა.

მაგდა პაპიძეს გარკვეული მოთხოვნები აქვს. 

„კურიერი p.s“ მუშაობს რეპორტაჟზე, რომელსაც მაყურებელი კვირას, 21:00 საათზე ნახავს რუსთავი2-ის ეთერში.

ცნობისთვის, მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად გამოუტანეს.

თორმეტმა ნაფიცმსაჯულმა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

პროკურატურა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი - სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენებას (16-წლიანი პატიმრობა).


აგრეთვე იხილეთ: