ტრაგედია კახეთში - 6 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, ბანაკ „მზიანეთის“ ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვი დაიხრჩო.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბანაკის ტერიტორიაზე მოწყობილ ფანტანთან, მცირე აუზში ჩავარდა.
6 წლის ბიჭი ბანაკში რუსეთის ფედერაციიდან, დედასთან ერთად ჩავიდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პედაგოგების კონფერენცია მიმდინარეობდა.
აუზში ჩავარდნილი ბავშვი ტერიტორიაზე მყოფმა მამაკაცმა შენიშნა.
ადგილზე მყოფმა პირებმა ბიჭის დახმარება სცადეს, გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო სამსახურიც, თუმცა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილს საკუთარ ქვეყანაში უახლოეს დღეებში გადაასვენებენ