რა განმარტებას აკეთებს მაკრონი, რომელსაც ცოლმა სახეში ხელი უთავაზა? – ნახეთ ვიდეო

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მედიაში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ მეუღლემ, საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა ვიეტნამში, საპრეზიდენტო თვითმფრინავიდან ჩასვლის დროს სახეში ხელი გაარტყა.
„ჩემს ცოლთან ერთად ვხუმრობდი, რასაც ხშირად ვაკეთებთ. ეს არაფერია… ხალხს ეგონა, რომ სხვებს კოკაინი გავუზიარე, თურქეთის პრეზიდენტთან ჩხუბი მქონდა, ახლა კი ჩემს მეუღლესთან ოჯახური კონფლიქტი მაქვს. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა უნდა დამშვიდდეს“, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.
ნახეთ ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა: