მამაკაცმა სექსის დროს ჩუმად პრეზერვატივი მოიხსნა - ნახეთ, რა გადაწყვიტა სასამართლომ

“სტელტინგს” სექსის დროს პრეზერვატივის ჩუმად მოხსნას უწოდებენ. ინტერნეტში ფორუმებიც კი არსებობს, სადაც აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს ისე მოხერხებულად, რომ პარტნიორმა ვერაფერი შეიტყოს. მაგრამ ეტყობა, მსგავსი ფორუმების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა კილში მცხოვრებმა 39 წლის გერმანელმა მამაკაცმა, რომელმაც ახლად გაცნობილ გოგონასთან სექსუალური კავშირი ისე დაამყარა, რომ ქალს ეგონა, თითქოს მის პარტნიორს პრეზერვატივი ეკეთა. მამაკაცს რომ პრეზერვატივი არ ეკეთა, ეს მხოლოდ აქტის დასრულების შემდეგ შეამჩნია ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ჯანმრთელობის საკითხებით დიდად დაინტერესებული აღმოჩნდა და რომელსაც შიში სტანჯავდა, უპრეზერვატივო სექსის შედეგად შიდსით არ დავავადდეო. მან არ შეისმინა მამაკაცის უთვალავი ბოდიში და 39 წლის რომეო სასამართლოს კართან მიიყვანა. პროკურორმა მამაკაცის სასჯელად 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ევროს ქალისთვის ჯარიმის სახით გადახდა მოითხოვა. გარდა ამისა, მამაკაცის ქმედება უნდა შეფასებულიყო, როგორც სექსუალური ხასიათის თავდასხმა, თუმცა მოსამართლემ “დამნაშავე” სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.