უდიდესი ტრაგედია, მსუბუქი ავტომობილის ტრაქტორის დაჯახების შედეგად შიგ მამა-შვილი მოიყოლა,ავარია მსხვერპლით დასრულდა.

დედოფლისწყაროში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ზემო ქედიდან შირაქის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ტრაქტორი გადაბრუნდა და შიგ მსხდომი მამა-შვილი მოიყოლა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, უახლოეს საათებში მათ შესაბამისი კვლევებისათვის, კატასტროფის ბრიგადა სხვა საავადმყოფოში გადაიყვანს.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო.