რეგისტრაცია

ავარია კახეთში – არის მსხვერპლი

ავარია კახეთში – არის მსხვერპლი
29 Jun 2025, 12:10

კახეთში, სოფელ დედოფლისწყაროში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სოფელ ზემო ქედიდან შირაქის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა.

როგორც ცნობილია,შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ტრაქტორი გადაბრუნდა და შიგ მსხდომი მამა-შვილი მოიყოლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


აგრეთვე იხილეთ: