რეგისტრაცია

რა დაუჯერებელი კომენტარი გააკეთა ილია თოფურიამ გამარჯვების შემდეგ? - ამას ვინ წარმოიდგენდა

რა დაუჯერებელი კომენტარი გააკეთა ილია თოფურიამ გამარჯვების შემდეგ? - ამას ვინ წარმოიდგენდა
29 Jun 2025, 13:34

ილია თოფურიამ ბრაზილიის სახელით მოასპარეზე ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია.

მარტივი არ არის იმ ემოციების გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. მაგრამ ფაქტია – ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა დავამარცხე, მათ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა ვერ დაასრულეს. ამით ძალიან ვამაყობ.

ჩემ გარშემო ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამას შევძლებდი. ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და რა შემიძლია. შეიძლება ამპარტავნად მიმიჩნევენ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით – დღეს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ.

ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა ემოციურად ცოტა უფრო რთული იყო – ის მართლა კარგი ადამიანია.

რაც შეეხება ჩემს ყველაზე დასამახსოვრებელ გამარჯვებებს, პირველ ადგილს ვოლკანოვსკისთან ნოკაუტს მივანიჭებდი, მერე მოდის ჰოლოუეი და ბოლოს – ოლივეირა.

უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები და ჩაგეხუტებით ყველას“ – განაცხადა თოფურიამ.


აგრეთვე იხილეთ: