რეგისტრაცია

დაიღუპა ქართველი ემიგრანტი - რა სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა ცოტა ხნის წინ?

დაიღუპა ქართველი ემიგრანტი - რა სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა ცოტა ხნის წინ?
01 Jul 2025, 00:15

თურქეთში ქართველი ემიგრანტი ინგა თუთარაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი - შოთო სიხარულიძე ავრცელებს:

„გარდაიცვალა ემიგრანტი თურქეთში, ინგა თუთარაშვილი, ოჯახის და სამშობლოს მონატრებული. ინგა, შენი მონატრებული შვილი ჩაგიხუტებს ზეცაში და შეხვდებით ერთმანეთს. მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება.

ემიგრანტების საყრდენი კედელი იყავი, რამდენს ეხმარებოდი, ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე, ცხარე ცრემლებით დაგტირიან თურქეთის ემიგრანტები...

ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ცრემლით და დიდი ტკივილით, უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო, აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს“, - წერს შოთო სიხარულიძე.


აგრეთვე იხილეთ: