რეგისტრაცია

ცნობილია, როდემდე გასტანს უამიდობა საქართველოში

ცნობილია, როდემდე გასტანს უამიდობა საქართველოში
03 Jul 2025, 11:46

გუ­შინ გვი­ან სა­ღა­მო­დან სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დი მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და. თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში წვიმს, და­ბა­ლია ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უა­მინ­დო­ბა 6 ივ­ლი­სის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რამ­დე გას­ტანს.

"აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, ზო­გან ძლი­ე­რი, ელ­ჭე­ქი, შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ტყვა და ქა­რის დრო­გა­მოშ­ვე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბა.

მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა - გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო)" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დღე­ებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბის ბრა­ლია.

ევ­რო­პის ცხელ ამინ­დებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს ამინ­დის კონ­ტრას­ტზე გან­მარ­ტე­ბა ორი დღის წინ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა თა­მარ პა­პაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

"ივ­ნი­სის თვე­ში ევ­რო­პა მო­იც­ვა თბურ­მა ტალ­ღამ, საკ­მა­ოდ ვრცელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დამ­ყარ­და სტა­ბი­ლუ­რი მა­ღა­ლი წნე­ვის არე, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ფო­ნით, რო­გორც მი­წის­პირ­ზე, ასე­ვე ატ­მოს­ფე­როს ზედა ფე­ნებ­ში. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია ე.წ. "თბურ თაღ­ზე“, რო­მელ­თა­ნაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ექ­სტრე­მა­ლუ­რად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი. საფ­რან­გეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში და იტა­ლი­ა­ში +44, +46 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და, რაც ამ პე­რი­ო­დის­თვის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ცხე­ე­ბი სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას, ეკო­სის­ტე­მებ­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, აქ პი­რი­ქით, ივ­ნი­სის ბოლო კვი­რას სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­ურ ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი და­ფიქ­სირ­და, ასეთ კონ­ტრასტს ევ­რო­პას­თან იწ­ვევს კავ­კა­სი­ის ჩრდი­ლო­ე­თით წარ­მოქ­მნი­ლია და­ბა­ლი წნე­ვის არე, ციკ­ლო­ნუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით. სწო­რედ მისი გავ­ლე­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დღე­ებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი. ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­ვი­და ცივი ჰა­ე­რის მასა. 3 ივ­ლი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში, მათ შო­რის დე­და­ქა­ლაქ­შიც კვლავ მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, ზო­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი და ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რა +20+25 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა. 6 ივ­ლი­სი­დან გა­მო­ი­და­რებს და ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს" - გა­ნა­ცხა­და პა­პაშ­ვილ­მა.


აგრეთვე იხილეთ: