“ლევანმა უთხრა ადგილების მეტი რა არის, რაღა ჩემი კარის წინ უნდა დააყენო მანქანაო… დაიწყო ჩხუბი” – ვინ დააკავა მკვლელობისთვის პოლიციამ და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ისანში მკვლელობა მოხდა. დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა. ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება სავარაუდო დამნაშავესაც. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მას გამოჯანმრთელების შემდეგ დააკავებენ.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პარკინგის ადგილის გამო მოხდა და მკვლელობით დასრულდა. მოკლული 44 წლის მიშიკო მაძღარაშვილია. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
- “ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 37 წლის ბიზნესმენი ლევან ჩხაიძე.