მარიამ ტატანაშვილს ახლობელმა მკურნალობისთვის შეგროვებული ფული მოპარა - „აიღო და კაზინოში გადარიცხა...“

მარიამ ტატანაშვილი საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიცნო. ამჯერად იგი გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც ავარიაზე ისაუბრა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას - უახლოესმა ადამიანმა ხალხის მიერ მკურნალობისთვის შეგროვებული ფული მოგპარათ? მან ასე უპასუხა:
„დიახ მომპარა. უახლოესმა ადამიანებმაც არ იციან ეს ამბავი. ავარიის დღიდან ადამიანების დახმარებით მოვედი აქამდე. ყველა ოპერაცია აბსოლუტურად არის ჩვენი ქართველი ხალხის დამსახურება. რეანიმაციაში ვიწექი, როდესაც პოსტი დადო დედამ პირველად, შემდეგ მეც გამოვჩნდი. ყველა ძალიან მეხმარება.
იმ პერიოდში ყბის ოპერაცია გავიკეთე რაღაც თანხა მქონდა აგროვებული. არ იყო პატარა თანხა დაახლოებით 34 ათასამდე იყო. კბილები და რაღაცები უნდა გამეკეთებინა. ყველა იცნობს და არ მინდა დავასახელო ვინ იყო. ანგარიშზე მინდოდა გადარიცხვა, ონლაინ ბანკის პაროლი ვუთხარი, მთლიანი თანხა აიღო ანგარიშიდან და კაზინოში გადარიცხა. ალბათ წააგო.
დააბრუნეს ის თანხა. ბებია ჰყავდა ძალიან კარგი და მან დააბრუნა ბოლო თეთრამდე. ვუთხარი რომ ოპერაციის და მხედველობის ფული იყო“, - ჰყვება მარიამ ტატანაშვილი.