რეგისტრაცია

სასწრაფოს რომლისთვის ეშველა ვერ გაეგო – 2 მძიმე ავარია მოხდა

სასწრაფოს რომლისთვის ეშველა ვერ გაეგო – 2 მძიმე ავარია მოხდა
12 Jul 2025, 09:54

2 ავარია მოხდა წუხელ გვიამ ღამით ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე. არსებული ინფორმაციით დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი.

,,წყალტუბო-ქუთაისის გზაზე საშინელ ავარიას შევესწარი. გზა გადაკეტილი იყო და ამ დროს ჩემს თვალწინ მანქანა ქვეითს დაეჯახა.

კაცი თვალწინ ხროტინებდა. მოშორებით მოტოციკლი ეგდო- ბიჭი საავადმყოფოში გადაჰყავდათ, სასწრაფოს კი რომელისთვის ეშველა ვერ გაეგო.

ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში ვარ.

ხალხო, რატომ ღუპავთ თავს და სხვასაც რატომ ღუპავთ? სიცოცხლეს გაუფრთხილდით. ღმერთმა ყველას მშვიდობა მოგცეთ” – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.


აგრეთვე იხილეთ: