რეგისტრაცია

დადგინდა ვაგზალზე შენობის ჩამონგრევის დროს მეორე გარდაცვლილის ვინაობა – “იდგა დღე­ში 20 ლა­რის გუ­ლის­თვის! ოც­ნე­ბად ჰქონ­და წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც ჩა­სუ­ლი­ყო რა­ჭა­ში…”

დადგინდა ვაგზალზე შენობის ჩამონგრევის დროს მეორე გარდაცვლილის ვინაობა – “იდგა დღე­ში 20 ლა­რის გუ­ლის­თვის! ოც­ნე­ბად ჰქონ­და წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც ჩა­სუ­ლი­ყო რა­ჭა­ში…”
15 Jul 2025, 13:30

გუ­შინ “ვაგ­ზლის მო­ედ­ნის” მიმ­დე­ბა­რედ შე­ნო­ბის ნა­წი­ლის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან დათო ბარ­თა­ია და მა­ნა­ნა და­რახვე­ლი­ძე, მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლილ მა­ნა­ნა და­რახვე­ლი­ძის დის­შვი­ლი, მაია კო­ბა­ი­ძე წერს:

“დე­ი­და­ჩე­მი, (დე­და­ჩე­მის და) მა­ნა­ნა და­რახვე­ლი­ძე დღეს ტო­ნი­ა­ნი სინ­კა­რე­ბის ქვეშ მოყ­ვა და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. არ შე­ვა­წუ­ხო არა­ვი­ნო და ყინ­ვა­სა თუ სი­ცხე­ში, იდგა თა­ვის პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ა­ში დღე­ში 20 ლა­რის გუ­ლის­თვის! ოც­ნე­ბად ჰქონ­და წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც ჩა­სუ­ლი­ყო რა­ჭა­ში, თა­ვის პა­ტა­რა სახ­ლში და რო­გორც თვი­თონ იტყო­და, ფულს მა­გის­თვის აქუ­ჩებ­და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში!

ერთი გაფრ­თხი­ლე­ბა, ერთი პა­ტა­რა შე­მო­რა­გუ­ლი ხის ბა­რი­ე­რი აგ­ვა­ცი­ლებ­და ამ ტრა­გე­დი­ას თა­ვი­დან! რო­დემ­დე უნდა გვე­ში­ნო­დეს სახ­ლი­დან გას­ვლის! სი­ცო­ცხლით სავ­სე, ჯან­მრთე­ლი წა­ვი­და დღეს სამ­სა­ხურ­ში და ახლა მორ­გში წევს!” – დაწერა მაია კობაიძემ.


აგრეთვე იხილეთ: