მძიმე ავარია მარნეული-ბოლნისის გზაზე - დაშავებულებს შორის არასრულწლოვანია

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-ბოლნისის გზაზე. ფორდის მარკის ავტომობილი გზიდან გადავარდა.
ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.