რეგისტრაცია

დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი - უმძიმესი ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე

დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი - უმძიმესი ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე
17 Jun 2025, 13:21

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის, მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარის გამო, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა დროებით გადაკეტილია, ავტომობილებს მოძრაობა ძველი გზით უწევთ.

ადგილზე შსს და საგანგებო სიტუაციების მართვის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.


წყარო:https:ajaratv.ge


აგრეთვე იხილეთ: