„უბედურების ზარმა ჩამოჰკრა... ქორწილში გვეპატიჟებოდი ბიჭო...“ - ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა

ბათუმელი ახალგაზრდა ჯიმი შავაძე, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ჯიმი შავაძე ეს რა უბედურების ზარმა ჩამოჰკრა ჩვენო ჯიმი.
ქორწილში გვეპატიჟებოდი ბიჭო და შენს დედას როგორ მიუსამძიმროთ რამდენი რამ უნდა გადაიტანოს შენმა დედამ ჩვენო ჯიმი უფალმა გამძლეობა მისცეს ასეთი ვაჟკაცის დაკარგვით. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჯიმის უმანკო სული
ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება ვინც გიცნობდა, ნათელში იყავი ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო.
მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ჯიმი. კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე ცხარე ცრემლებით დაგტირიან კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, უფალმა წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი“