რეგისტრაცია

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
02 Dec 2024, 23:36

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ყოველმხრივ ნაყოფიერი დღეა. პროფესიულ თუ ოჯახურ საქმიანობას თავს შესანიშნავად გაართმევთ და დასვენების დროც დაგრჩებათ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მაცივარი სავსე იყოს, რადგან უახლოეს დღეებში შესაძლოა, მაღაზიაში წასვლის დრო არ დაგრჩეთ. სასიხარულო სიახლე განწყობას აგიმაღლებთ. ნუღარ ფიქრობთ წარსულის შეცდომებზე – ახლა თვითკრიტიკა ვერაფერში დაგეხმარებათ.

კურო

ზოგჯერ იმაზე უნდა იფიქრეთ, რაც თქვენ გსურთ და არა სხვას. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც სწორ მიმართულებას დაგანახვებთ. შესაძლოა ახალი შესაძლებლობები და შეთავაზებები გაჩნდეს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და ფინანსურად მოგებიან საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ტყუპები

ბრობები და დაბრკოლებები შეიძლება დილიდან წარმოიშვას. სირთულეების დასაძლევად გამძლეობა და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცვლილებების არ შეგეშინდეთ და მათში დადებითი მხარეები დაინახოთ. საღამოს მოულოდნელი საუბარი გელით. შესაძლოა ისეთ ადამიანთან მოგიწიოთ ურთიერთობა, რომელიც არ მოგწონთ, მაგრამ ეცადეთ, თქვენი დამოკიდებულება ვერავინ შენიშნოს.


აგრეთვე იხილეთ: