რეგისტრაცია

შსს-მ აფეთქების მომზადების ბრალდებით აქციის მონაწილე დააკავა - რა განცხადებას ავრცელებს უწყება

შსს-მ აფეთქების მომზადების ბრალდებით აქციის მონაწილე დააკავა - რა განცხადებას ავრცელებს უწყება
03 Dec 2024, 22:54

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ აფეთ­ქე­ბის მომ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი და­ა­კა­ვა.

  • უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად ბრალ­დე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­კეტვი­სა და პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. მისი პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი, რომ­ლის "მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნამ შე­საძ­ლოა ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ან სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა".

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, აფეთ­ქე­ბის მომ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით, 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ხ. და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად ბრალ­დე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­კეტვი­სა და პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. დ.ხ.-ს პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნამ შე­საძ­ლოა ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ან სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა.

პო­ლი­ცი­ამ ორი ცალი მი­ნის ბოთ­ლი, ნაჭ­რის ფრაგ­მენ­ტე­ბი და მათ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი აა­ლე­ბა­დი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტი (ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი) ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, მი­ნის ბოთ­ლებ­ზე შე­მოხ­ვე­ულ ნაჭ­რის ფრაგ­მენ­ტებ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის კვა­ლი.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 18-229-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


აგრეთვე იხილეთ: