ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და სავარაუდოდ, დააკავეს, ვრცელდება დაკავების ვიდეო.
გირჩი-დროას ოფისთან ნიკა გვარამია, სავარაუდოდ, დააკავეს. აგრესიული სამართალდამცველები ნიკა გვარამიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც ცნობილია, შსს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისსა და ჯგუფის “დაიტოვე” ადმინისტრატორის სახლში შევიდა, ძირითადად ამოღებულია ციფრული აპარატურა.