"ვანგამ ნახევარი წლით ადრე იწინასწარმეტყველა ეს... საქართველოში იქნება ომი, დიდი გაჭირვება, მაგრამ გავა დრო და...

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი, საიდუმლოებით მოცული ქალის მიმართ, რომელიც საზოგადოებისთვის "ბაბა ვანგას" სახელითაა ცნობილი, დღესაც არ წყდება ინტერესი. ბულგარელმა ნათელმხილველმა წინასწარმეტყველებებით გაითქვა სახელი, მის სახლთან საკუთარი ბედით დაინტერესებულ ადამიანთა უზარმაზარი რიგი იდგა. თუმცა, როგორც სკეპტიკოსები ამბობდნენ, ვანგას ფენომენი იმდროინდელი სპეცსამსახურების შექმნილი პროექტი იყო.
აღსანიშნავია, რომ როცა მსოფლიოში რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ადამიანთა ნაწილი, რომელსაც ვანგას წინასწარმეტყველებების სჯერა, მაშინვე იწყებს ძიებას, თქვა თუ არა რაიმე ვანგამ ამა თუ იმ ფაქტის შესახებ. ასე მოხდა მაშინაც, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. უცხოურ გამოცემებში ვკითხულობთ, რომ ბულგარელმა ნათელმხილველმა, რომელიც კონკრეტულად არაფერს ამბობდა და არავის აძლევდა უფლებას, წინასწარმეტყველება ჩაეწერა, უკრაინაზე საუბრისას თქვა, რომ უკრაინის მიწაზე შავი სისხლი დაიღვრება და ეს 7 წელს გაგრძელდებაო.