ტელეკომპანია "რუსთავი 2" კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "რუსთავი 2" -ის "შუადღის" მთავარმა პროდიუსერმა ნუკა ორჯონიკიძემ არხი დატოვა.
ასევე გუშინ ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2" დატოვეს ტელეწამყვანებმა ანა კოშაძემ და ვახო კანდელაკმა. ანა კოშაძე დილის გადაცემის წამყვანი იყო, ხოლო ვახო კანდელაკი შუადღის გადაცემის.
8 დეკემბერს კი "რუსთავი 2"-დან ჟურნალისტები მარიამ ჯანელიძე და ბექა პატურაშვილი წამოვიდნენ.