ეს რას შევესწარი ღმერთო ჩემო. ნასვამ ადამიანს, ხელი კრა ვიღაცამ და მატარებლის ქვეშ ჩააგდო - ვრცელდება ახალი დეტალები ტრაგედის
მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ სადგურზე ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. თვითმხილველების ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს ხელი კრეს, რის შედეგადაც ის ლიანდაგებში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.
ამ დროისთვის მეტროს მუშაობა შეჩერებულია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებიც მომხდარის დეტალებს იძიებენ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება თვითმხილველთა მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც ისინი მომხდარის შესახებ საუბრობენ. ერთ-ერთი თვითმხილველი წერს:
„ეს რას შევესწარი ღმერთო ჩემო. ნასვამ ადამიანს, ხელი კრა ვიღაცამ და მატარებლის ქვეშ ჩააგდო. სამწუხაროდ მამაკაცი გარდაიცვალა. დამნაშავე მეტროს თანამშრომელმა გოგონამ და 18 წლის ბიჭმა დაიჭირეს გაქცევის დროს“.
ჯერჯერობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა