რეგისტრაცია

გაირკვა კაცის ვინაობა, რომელმაც ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო - ვინ აღმოჩნდა 36 წლის კაცი, რომელმაც ახალგაზრდა კაცს სიცოცხლე მოუსწრაფა?

გაირკვა კაცის ვინაობა, რომელმაც ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო - ვინ აღმოჩნდა 36 წლის კაცი, რომელმაც ახალგაზრდა კაცს სიცოცხლე მოუსწრაფა?
12 Dec 2024, 00:42

მეტროსადგურში 30 წლის ახალგაზრდას ერთ-ერთმა მგზავრმა, მოულოდნელად, ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო.  დანაშაული მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მოხდა. ლაშა ამირეზაშვილი ბაქანზე იდგა და მატარებელს ელოდებოდა. მოულოდნელად, მასთან უცნობი პირი მივიდა და ხელი ჰკრა. მგზავრები ახალგაზრდა კაცის გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა ამირეზაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 36 წლის ბექა მინდიაშვილია დაკავებული. ის ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მას ადვოკატი უკვე შეხვდა.

ლაშა ამირეზაშვილის ცხედარი გუშინ, გვიან ღამით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს, დღეს კი ახალგაზრდა მამაკაცს მშობლიურ სოფელში გლოვობენ.

რა გახდა დანაშაულის მოტივი, ჯერ უცნობია. არ არის გამორიცხული, სასამართლოში, მკვლელობის ვერსიაზე თავად ბექა მინდიაშვილმა ისაუბროს.

რუსთავი 2


აგრეთვე იხილეთ: