"საწყალს ანთებული სიგარეტი დარჩენია და..." - თელავში უბედურება დატრიალდა
თელავში ხანძარს 60 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა
შემთხვევა სოფელ ახატელში წუხელ, გვიან ღამით მოხდა. მარტო მცხოვრებ მამაკაცს, სავარაუდოდ ჩაეძინა და ანთებული სიგარეტი დარჩა, რამაც აალება გამოიწვია. დაიწვა სახლის ნაწილი, ავეჯი და ტექნიკა.
ადგილზე მეხანძრე- მაშველები და პოლიცია იმყოფებოდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.