რეგისტრაცია

დამემუქრა ჩემი იდენტობის საჯაროდ გამჟღავნებით - ნახეთ რა ინფორმაცია ვრცლედება ამ წუთებში

დამემუქრა ჩემი იდენტობის საჯაროდ გამჟღავნებით - ნახეთ რა ინფორმაცია ვრცლედება ამ წუთებში
16 Dec 2024, 14:22
გთხოვთ, ეს წერილი გააფორმოთ კონფიდენციალურად, რადგან ჩვენი ოჯახი და ახლობლები ჯერ ისევ საქართველოში ცხოვრობენ. - რადიო თბილისმა ექსკლუზიურად მოიპოვა წერილი, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტს გაეგზავნა.
"ძვირფასო ერიკა ჰეის ჯეიმს,
უორტონის ბაკალავრიატის მიმღებ ოფისს,
პრეზიდენტის ოფისს,
გთხოვთ, ეს წერილი გააფორმოთ კონფიდენციალურად, რადგან ჩვენი ოჯახი და ახლობლები ჯერ ისევ საქართველოში ცხოვრობენ.
მოგმართავთ ღრმა შეშფოთებით, რომელიც ასობით ემიგრანტის განცდას გამოხატავს, რომლებიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. ჩვენ ვართ ჩვენი სამშობლოდან ახლახან დევნილები, რომელთაც თავშესაფრის ძიება იძულებით მოგვიწია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს რესპუბლიკის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ქმედებებისა და პოლიტიკის გამო. გავიგეთ, რომ ბატონი ნიკოლოზ ღარიბაშვილი, მისი ვაჟი, მიღებული იქნა უორტონის სკოლაში, 2027 წლის კლასში.
ეს ამბავი ღრმად შემაშფოთებელია და მტკივნეული ქართული ემიგრანტი საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით ფილადელფიისა და ნიუ-იორკის რეგიონებში მცხოვრებთათვის. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ნიკოლოზს შესაძლებლობა ეძლევა, ისწავლოს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან დაწესებულებაში, ჩვენ, ათასობით ქართველ ემიგრანტს, არ შეგვიძლია სამშობლოში დაბრუნება მისი მამის ანტიდემოკრატიული რეპრესიების გამო. გულდასაწყვეტია იმის გააზრება, რომ მისი მამის ერთი მაჯის საათი, რომელიც კორუფციული ბიზნესებიდან მიღებული თანხებით არის შეძენილი, მთლიანად დაფარავს უორტონის ბაკალავრიატის პროგრამის საფასურს.
მოვუწოდებთ მიმღებ კომიტეტს გაიხსენოს, რომ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში რუსული კანონები დანერგა, რაც მკაცრად დაგმო როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის მთავრობებმა. მხოლოდ გუშინ, მან ნატოს დააბრალა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მიზეზი, რამაც გამოიწვია უპრეცედენტო სანქციების დაწესება აშშ-ის მიერ ოთხ ქართველ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე, რომლებიც პოლიტიკური მიკერძოებული გადაწყვეტილებებით ბატონი ღარიბაშვილის სასარგებლოდ მოქმედებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ დეტალებში არ შევდივართ, როგორ გამოიყენა ბატონმა ნიკოლოზის მამამ პოლიცია ჩემი პირადი ცხოვრების დასაზიანებლად, დამემუქრა ჩემი LGBTQI იდენტობის საჯაროდ გამჟღავნებით, ან როგორ იძულებული გახდა ჩემი მეგობარი ქვეყნიდან გაქცეულიყო უარყოფითი Facebook პოსტის გამო, მსგავსი ისტორიები ფილადელფიაში ათასობითაა. ჩვენ ვართ მისი მამის ქმედებების პირდაპირი მსხვერპლები, რადგან ის აგრძელებს ჩვენი ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას.
ძვირფასო ერიკა ჯეიმს და მიმღები ოფისის გუნდო, ფილადელფიასა და ნიუ-იორკის ემიგრანტი საზოგადოების სახელით, გულწრფელად გთხოვთ, გადახედოთ ბატონი ნიკოლოზ ღარიბაშვილის მიღებას. გთხოვთ, მიიღოთ ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალური პირებისგან და მოუსმინოთ ქართველ ემიგრანტებს, რომელთა ემიგრაცია ბატონი ღარიბაშვილის პოლიტიკისა და რეპრესიების პირდაპირი შედეგია.
თუ მიმღებ კომიტეტს საჭიროდ მიაჩნია პეტიცია, ხელმოწერებით, ჩვენ მზად ვართ ორგანიზება გავუწიოთ და მოგაწვდოთ ათასობით ემიგრანტის ხელმოწერა, რომლებიც გამოხატავს საერთო შეშფოთებას. მტკიცედ გვჯერა, რომ დამპყრობელი რეჟიმების შვილებს, რომლებიც მუდმივად ანტიამერიკულ პოლიტიკას ატარებენ, არ უნდა მიენიჭოთ უფლება მიიღონ ძვირადღირებული, წამყვანი ამერიკული განათლება." ნათქვამია წერილში რომელიც ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სახელით პენსილვანიის უნივერსიტეტს ჯერ კიდევ 2023 წელს გაეგზავნა.
 "მთავარი არხის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს, პენსილვანიის უნივერსიტეტმა სასწავლებლის დატოვება მოსთხოვა.
2022 წლის 17 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა ნუნუკა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ცნობა, რომ მათი შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში ისწავლის.
პენსილვანიის უნივერსიტეტი ბენჯამინ ფრანკლინის დაფუძნებულია


წყარო: რადიო თბილისი


აგრეთვე იხილეთ: