ინგრედიენტები
- შაქარი – 1.00 სკ
- თაფლი – 1.00 ჭიქა
- მოხალული ნიგოზი – 4.00 ჭიქა
მომზადების წესი
4 ჭიქა მოხალულ დათლილ ნიგოზს დაამატეთ 1 ჭიქა თაფლი და 1 ს.კ. შაქარი (კნატუნა რომ გამოვიდეს, ამიტომ ვუმატებთ შაქარს) თქვენ თუ არ გინდათ, არ დაუმატოთ. ჩაასხით თაფლი სქელძირიან ქვაბში ან ტაფაში და გააცხელეთ, შემდეგ გამორთეთ და გააცივეთ, ასე გააკეთეთ 3-ჯერ. თუმცა, ერთხელაც რომ კარგად გააციოთ, იმავე შედეგს მიიღებთ. მთავარია თაფლი ნელ ცეცხლზე ადუღოთ, 10- 15 წუთით განუწყვეტელი მორევით.
თაფლს დუღილის დროს დაუმატეთ 1 კოვზი შაქარი და ადუღეთ ძალიან ნელ ცეცხლზე, მოურიეთ ხის კოვზით. ბოლოს ჩაყარეთ წინასწარ მოხალული, კანგაცლილი და დაჭრილი ნიგოზი. ( თუ ნიგოზი შავი გამოდგა, სათითაოდ გააცალეთ კანი და ისე დაჭერით რომ გათეთრდეს) თაფლი, რომელშიც ჩაყარეთ ნიგოზი, ზუსტად 5 წუთით კიდევ დადგით ნელ ცეცხლზე და მოურიეთ ხის კოვზით. ბოლოს გადმოიტანეთ მასა სველ ფიცარზე. ცივი წყლით დასველებული ხელებით ოდნავ გააბრტყელეთ, შემდეგ კი ცომის საბრტყელებელით გააბრტყელეთ თქვენთვის სასურველ სისქეზე. ამ შემთხვევაში, 2 სმ–ის ზომაზე არის დაჭრილი. დაჭერით მაშინვე, რადგან გაციებული გოზინაყის დაჭრა არის ძნელი.