რეგისტრაცია

"კოლოსალყური ციფრებია" - ნახეთ ვის რამდენს გადაუხდიან საახალწლო ღონისძიებაზე სიმღერისთვის

"კოლოსალყური ციფრებია" - ნახეთ ვის რამდენს გადაუხდიან საახალწლო ღონისძიებაზე სიმღერისთვის
18 Dec 2024, 17:33

13 ქალაქში საახალწლო სოფლის მოწყობის, ნაძვის ხის ანთებისა და საზეიმო კონცერტებისთვის მომსახურების შესაძენად გამარტივებული შესყიდვები უკვე გამოცხადდა.

ამ დროის მონაცემებით, ღონისძიებები ჩატარდება ხობში, თელავში, ფოთში, ბოლნისში, წყალტუბოში, ახალციხეში, რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისში, საგარეჯოში, ლაგოდეხში, ზუგდიდსა და სამტრედიაში. ჯამში დაგეგმილ ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან 528 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

ვინ იმღერებს საახალწლო ღონისძიებებზე და რამდენს გადაუხდიან?

ხობი – საახალწლო ღონისძიება 28 დეკემბერს ჩატარდება. ღონისძიებაზე იმღერებს „ღამის შოუ გაბუნიასთან ერთად“, რაშიც ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯება.

თელავი – ზაირა არსენიშვილის სახელობის თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა გამარტივებული შესყიდვით შეიძინა ნაძვის ხის ანთების ღონისძიების მომსახურება, რაშიც ბიუჯეტიდან 63 953 ლარს და 64 თეთრს ხარჯავს. 21 დეკემბერს ჩანიშნულ ღონისძიებას გააფორმებენ: არჩილ ნიჟარაძე, გიორგი კუხიანიძე, დავით მაზანაშვილი, ნიკა ნიკვაშვილი, სალომე ბაკურაძე და ქეთევან გაბისიანი.

ფოთი – 22 დეკემბერს ფოთში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იმღერებენ „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ და „მიქსტურა“. კონცერტისთვის მერია ბიუჯეტიდან 45 000 ლარს ხარჯავს, საიდანაც „ღამის შოუს ბენდს“ 30 ათასს, ხოლო „მიქსტურას“ 15 ათასს უხდის.


აგრეთვე იხილეთ: