რეგისტრაცია

"ეს ჯოჯოხეთია" ნაპოვნია 100 000-ზე მეტი ადამიანის ნეშტი: კიდევ 60,000 ადამიანი ციხეებში წამებით მოკლეს

"ეს ჯოჯოხეთია" ნაპოვნია 100 000-ზე მეტი ადამიანის ნეშტი: კიდევ 60,000 ადამიანი ციხეებში წამებით მოკლეს
19 Dec 2024, 15:13
"ეს ჯოჯოხეთია" - სირიაში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს: ნაპოვნია 100 000-ზე მეტი ადამიანის ნეშტი: კიდევ 60,000 ადამიანი ციხეებში წამებით მოკლეს

სი­რი­ელ­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა სი­რი­ის დე­და­ქა­ლაქ და­მას­კის ჩრდი­ლო­ე­თით 40 კი­ლო­მეტრში, ალ-კუ­ტა­იფ­ში, მა­სობ­რი­ვი სა­საფ­ლაო აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­დაც ბა­შარ ალ-ასა­დის მმარ­თვე­ლო­ბის დროს და­ღუ­პუ­ლი სულ მცი­რე 100 000 ადა­მი­ა­ნია და­მარ­ხუ­ლი.


ამის შე­სა­ხებ Reuters-ს აშშ-ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი “სი­რი­ის სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა­თა ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა მუაზ მუს­ტა­ფამ გა­ნუ­ცხა­და.


siria


უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, ამ სა­მარ­ხის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ეყ­რდნო­ბა იმ მუ­შე­ბის ჩვე­ნე­ბებს, რომ­ლებ­მაც სი­რი­ი­დან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხეს.


  • თუმ­ცა, ეს არ არის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა. რო­გორც BBC წერს, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ­მა ჯგუფ­მა რე­გი­ონ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნა და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა.

“და­მას­კოს ცენ­ტრი­დან 10 კი­ლო­მეტრზე ნაკ­ლებ მან­ძილ­ზე, ად­რას ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ გა­რე­უ­ბან­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მომშრა­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი შე­მო­ღო­ბი­ლია ცე­მენ­ტის კედ­ლე­ბით. მი­ახ­ლო­ე­ბი­სას ვხე­დავთ მაშ­ველ­თა ჯგუფს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან. ისი­ნი ეძე­ბენ მა­სობ­რივ საფ­ლა­ვებს,“ - წერს გა­მო­ცე­მა.


ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ნეტ­ში მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვე­ბი­სა და ასა­დის სას­ტი­კი რე­ჟი­მის მსხვერ­პლთა ვი­დე­ო­ე­ბიც გავ­რცელ­და, სა­დაც ჩანს, რომ პა­ტიმ­რე­ბი გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.



“ეს ჯო­ჯო­ხე­თია,“ - აღ­წე­რენ საქ­ველ­მოქ­მე­დო ჯგუ­ფე­ბი მა­სობ­რივ სა­საფ­ლა­ო­ებს. მათი თქმით, ერთ ჩან­თა­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ერ­თად იყო ჩაყ­რი­ლი. ახლა მათ­გან მხო­ლოდ ნაშ­თე­ბი დარ­ჩა.



გუნ­დმა ნაშ­თე­ბი, თა­ვის ქალა და ძვლე­ბი ამო­ი­ღო, შე­აგ­რო­ვა მათი დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი. ნაშ­თებს დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და შემ­დგო­მი ანა­ლი­ზის­თვის შავ პლასტმა­სის ჩან­თებ­ში ათავ­სე­ბენ.


“ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია და­კარ­გუ­ლი. მათ ამოც­ნო­ბას და ანა­ლი­ზებს ძა­ლი­ან დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა,“ - ამ­ბობს ერთ-ერთი მაშ­ვე­ლი ის­მა­ელ აბ­დუ­ლა.


  • ით­ვლე­ბა, რომ 2011 წლი­დან სი­რი­ა­ში 100 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­უ­ჩი­ნარ­და.

გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, Hayat Tahrir al-Sham-ის მე­ამ­ბო­ხე ჯგუფ­მა, რო­მელ­მაც ასა­დი და­ამ­ხო, გახ­სნა ცი­ხე­ე­ბი და და­კა­ვე­ბის ცენ­ტრე­ბი მთელს სი­რი­ა­ში.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ჯგუ­ფებ­მა და­ას­კვნეს, რომ 80 000-ზე მეტი და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ბრი­ტა­ნეთ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სი­რი­ის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის (SOHR) თა­ნახ­მად, კი­დევ 60,000 ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბით მოკ­ლეს.

 

ხოლო აშშ-ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია სი­რი­ის სა­გან­გე­ბო სა­მუ­შაო ჯგუ­ფი (SETF), იტყო­ბი­ნე­ბა, რომ სი­რი­ის მას­შტა­ბით მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვის ად­გი­ლე­ბი იზ­რდე­ბა.


SETF-ის თა­ნახ­მად, ქა­ლაქ კუ­ტა­ი­ფა­ში მდე­ბა­რე მა­სობ­რი­ვი სა­საფ­ლაო, შე­იძ­ლე­ბა ასა­დის მთავ­რო­ბის მიერ მოკ­ლუ­ლი მი­ნი­მუმ 100,000 ადა­მი­ა­ნის ცხედ­რებს შე­ი­ცავ­დეს.


  • კუ­ტა­ი­ფას რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რი აბ­დულ ქა­დერ ალ-შე­ი­ხი მა­სობ­რი­ვი დაკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა - ის ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვად შე­ეს­წრო

აბ­დულ ქა­დერ ალ-შე­ი­ხი

მისი თქმით, სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცი­ამ მას დაკ­რძალ­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა სთხო­ვა. ის მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვის წე­სის აგე­ბას მა­ლუ­ლად ცდი­ლობ­და.


“პო­ლი­ცია მათ ტე­რო­რის­ტებს უწო­დებ­და და ამ­ბობ­დნენ, რომ არ იმ­სა­ხუ­რებ­დნენ დაკ­რძალ­ვას. არ სურ­დათ ვინ­მეს და­ე­ნა­ხა რა­საც აკე­თებ­დნენ. და­ახ­ლო­ე­ბით 30 კვად­რა­ტულ მეტრ მი­წა­ში 100 ადა­მი­ა­ნი მა­ინც იყო დაკ­რძა­ლუ­ლი,“- ამ­ბობს შე­ი­ხა.


დაკ­რძალ­ვე­ბის დროს, სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცია ხალ­ხს გა­რეთ გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ჩან­თა­ში ჩაყ­რი­ლი ცხედ­რე­ბი დიდი დიდი ზო­მის მან­ქა­ნე­ბით და ორ­მო­ში ცლიდ­ნენ. შემ­დეგ მი­წას ბულ­დო­ზე­რი ას­წო­რებ­და.


თვითმხილ­ვე­ლის თქმით, ასე­თი მა­სობ­რი­ვი სა­საფ­ლაო და­მას­კოს გა­რე­უ­ბან­ში ბევ­რია.


წყა­რო


აგრეთვე იხილეთ: