სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 326 მგზავრი იმყოფებოდა, სატვირთო მატარებელს შეეჯახა - არის მსხვერპლი
რუსეთში, მურმანსკის რეგიონში, სარკინიგზო კატასტროფა მოხდა. 18 დეკემბერს სატვირთო მატარებელი სამგზავროს შეეჯახა. რუსული მედიის ინფორმაციით დაიღუპა ორი და დაშავდა 31 ადამიანი, მათგან 14 კლინიკაშია გადაყვანილი.
სამგზავრო მატარებელში, რომელიც სანქტ-პეტერბურგისკენ მიემართებოდა 326 მგზავრი იმყოფებოდა. შეჯახების შედეგად ის რელსებიდან გადავიდა.
რუსული სახელმწიფო სააგენტო Tass-ის ცნობით,სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.