ვინ არის საქართველოს მომავალი პირველი ლედი?
ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
ყაველაშვილი დაოჯახებულია და ცოლად მომღერალ ლიზა ბაგრატიონის და თამარ ბაგრატიონი ჰყავს.
წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავთ: მარიამ ყაველაშვილი 1996 წელს ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, გურამი – 2001 წელს, შვეიცარიაში, ციურიხში, მესამე შვილი – ელისაბედ ყაველაშვილი, 2013 წელს, თბილისში დაიბადა. თამარ ბაგრატიონს ჰყავს კიდევ ერთი შვილი, პირველი ქორწინებიდან – გიორგი ივანიშვილი, რომელიც 1989 წელს, თბილისში დაიბადა.