სარკინიგზო კატასტროფა მოხდა – არის მსხვერპლი
რუსეთში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა: მგზავრების მატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედიამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 31 ადამიანი დაშავდა.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება შემთხვევის მიზეზების დასადგენად, ხოლო სამაშველო ჯგუფები ადგილზე მუშაობენ. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათთვის შესაბამისი დახმარება უზრუნველყოფილია