რამ გამოიწვია უშიშროების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსნის ქალიშვილის უეცარი გარდაცვალება? – პირველი ვერსიები უკვე გავრცელდა
ტრაგედია დატრიალდა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ვანო მაჭავარიანის ოჯახში. პოლიტოლოგის 24 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინწინ მოხდა.
რა გახდა მარიამ მაჭავარიანის უეცარი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
ოჯახის ახლობლები კი სოციალურ ქსელში წერენ, რომ გოგონამ უეცრად, ძლიერი მუცლის ტკივილი იგრძნო და შემდეგ უკვე მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე ვერსია კი ტრომბს უკავშირდება.
ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.