„გუგა გამორჩეული სტუდენტი იყო… ვუსამძიმრებთ ოჯახსა და მეგობრებს ამ დიდ ტრაგედიას“ -ახლახანს ბიჭი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, გუგა დავითაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
„SEU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სტუდენტის, გუგა დავითაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო!
გუგა იყო ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის გამორჩეული სტუდენტი. ვუსამძიმრებთ გუგას ოჯახსა და მეგობრებს ამ დიდ ტრაგედიას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.