მკვლელობით დასრულებული ჩხუბი და კადრები ადგილიდან – რა მოხდა ვარკეთილში და რას ჰყვება მოკლულის ახლობელი?
უმძიმესი დანაშაული 21 დეკემბერს ვარკეთილში საღამო ხანს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მომხდარი შელაპარაკება სისხლისღვრით დასრულდა. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი ახალგაზრდა, დედისერთა ბიჭი, 23 წლის მიშო ქავთარაძე მიყენებული დაზიანებით კლინიკაში მისვლისთანავე გარდაიცვალა.