„ჩემ გამო სანდროს ნუ „გააუბედურებთ…“ – რას წერს ნანიკო ხაზარაძე?
რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა სოციალურ ქსელში ბათუმში, ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძესთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით. „წინ ევროპისკენ!“ გამოაქვეყნა.
რეჟისორის სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც ნანიკო ხაზარაძე გამოეხმაურა:
„გუშინ სანდრო ელოშვილმა მოდი ფოტო გადავიღოთ და დავდებო (ბათუმში გადავიკვეთეთ)
დღეს სანდროს follower ები აკლდება და აკლდება
სანდროს ახალი გეგმა – ახლა წავშლი ფოტოს და ისევ მომემატება follower-ი
ჩემ გამო სანდროს ნუ „გააუბედურებთ“.
იცოდეთ სანდროსაც ვძულვარ, მე მიყვარხართ
ფოტო მომწონს.
ბაბოს კვალობაზე (გუშინ მიწოდეს ბაბო) კარგად გამოვიყურები“ – წერს ნანიკო ხაზარაძე.