3 პროდუქტი, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეთ საახალწლო სუფრაზე
ახალი წელი საკვებით გადატვირთვის გარეშე ვერ ჩაივლის. რა თქმა უნდა, არავის სურს დღსასწაულის დიკომფორტითა და მონელების პრობლემებით დამძიმება. არადა ბევრი რამ არის დამოკიდებული ნაწლავების მუშაობაზე. სტრესი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები განწყობაზეც ახდენს გავლენას და შფოთვის და დეპრესიის განვითარების მიზეზიც ხდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ საახალწლო მენიუში, გემრიელობების გარდა, საკმარისი ვიტამინები და მიკროელემენტებიც გაითვალისწინოთ, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ადეკვატურ ფუნქციონირებას განაპირობებენ.
ნაწლავის ფუნქციის გასაუმჯობესებლად და ყაბზობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ბოჭკოების მიღება. ამისათვის უნდა მიირთვათ საკმარისი ოდენობით ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული – პრაქტიკულად, ყოველდღე. გარდა ამისა, უნდა დალიოთ საკმარისირაოდენობის წყალი და არ დაივიწყოთ ფიზიკური აქტივობა, შეეცადეთ არ გამოიყენოთ საფაღარათო საშუალებები, თუ გადაუდებლად აუცილებელი არ არის და მიმართეთ სპეციალისტს.
თუმცა, არსებობს სამი პროდუქტი, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ თქვენი სადღესასწაულო დღეები, ამიტომ საუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ ისინი. ეს პროდუქტები ხელს უწყობენ ნაწლავების ნაზად გაწმენდას ტოქსინებისგან, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში გადაჭარბებული კვებისა და ყაბზობის დროს.
1. შავი ქლიავი
იგი დიდი ხანია ცნობილია თავისი ბუნებრივი დამამშვიდებელი ეფექტით. ეს გამოწვეულია სორბიტოლით, ბუნებრივი შაქრის ალკოჰოლით. კვლევებმა აჩვენა, რომ თუ რეგულარულად მიირთმევთ 50 გრამ ქლიავს დღეში სამი კვირის განმავლობაში, ეს მოგიხსნით შეკრულობას.
გარდა ამისა, ქლიავი კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც, მასში შემავალი კალიუმის გამო – ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას და ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს.
2. ვაშლი
კიდევ ერთი პროდუქტი, რომლის მიღებასაც ექიმები ნაწლავების პრობლემების დროს ყოველდღიურად გვირჩევენ, არის ვაშლი. პირველ რიგში, ვაშლის კანი შეიცავს უამრავ ბოჭკოს, მეორეც, თავად ვაშლი მდიდარია პექტინით, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავის პერესტალტიკას.
თუმცა, სანამ ვაშლს ყოველდღიურად მიირთმევთ, უნდა მიმართოთ სპეციალისტს. თუ გაწუხებთ გასტრიტი, წყლული ან ქოლელითიაზი, უნდა შეზღუდოთ ვაშლის მოხმარება.
3. მსხალიგი
მსხალი მდიდარია დიეტური ბოჭკოებით, რომელიც ახდენს ნაწლავის ფუნქციის ნორმალიზებას. ამით ხელს უწყობს მონელებას. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორი ხილის შერჩევა – ეს არის წვნიანი და მწიფე ნაყოფი. ის შეიცავს მეტ წვენს, რაც არბილებს საკვების მასას. მოუმწიფებელი ხილი, თავის მხრივ, საპირისპირო ეფექტს ახდენს და დიარეის წინააღმდეგ უფრო გამოიყენება.