რეგისტრაცია

2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი - გაიგე როგორ უნდა შეხვდე ბედობას რომ მთელი წელი ბედნიერება თან გსდევდეს

2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი - გაიგე როგორ უნდა შეხვდე ბედობას რომ მთელი წელი ბედნიერება თან გსდევდეს
01 Jan 2025, 23:51

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვერძებს 2 იანვარს შემოქმედებითად დატვირთული დღე ელით. შანსი გაქვთ, რომ ყველა დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ, მაგრამ ჰოროსკოპი გირჩევთ, აჩქარებას და იმპულსურად მოქმედებას ერიდოთ. ემოციები აკონტროლეთ, რომ საყვარელი ადამიანები უნებურად არ გაანაწყენოთ. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო ადამიანებთან ერთად გაატარებთ.

კურო

ამ დღეს ბევრი საინტერესო მოვლენა გელით, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად ბევრი მუშაობა მოგიწევთ. ჰოროსკოპი საქმიანი ქაღალდების მოწესრიგებას გირჩევთ, ხოლო მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოგზაურობები სასურველია, უფრო ხელსაყრელი პერიოდისთვის გადადოთ. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ასამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ახალი წლისშემდეგ თქვენი ზოდიაქოს ნიშანს ბევრი დასვენება დასჭირდება.

ტყუპები

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება კარიერულ წინსვლასა და სამსახურში ხელსაყრელი გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ. წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწევთ. შესაძლოა, მოულოდნელმა გარემოებამ დამატებითი ფინანსური დანახარჯი მოითხოვოს, ამიტომ ზედმეტი ხარჯებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს კომერციულ და ბიზნესსფეროში წარმატება მოლაპარაკებისა და საქმიანი კავშირების სწორად გამოყენების უნარზეა დამოკიდებული. გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ პრობლემებს, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა მოგეგვარებინათ, ხოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და კონფლიქტებში მონაწილეობისგან თავი უნდა შეიკავოთ.

ლომი

ლომებო, 2 იანვარი დასვენებას და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას უნდა დაუთმოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ, რადგან შესაძლოა, რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ. შესაძლოა, ამ დღეს ერთგული სიყვარულისთვის დაჯილდოვდეთ. არახელსაყრელი დღეა საკვების შეზღუდვისა და დიეტის დაწყებისთვის.

ქალწული

ეცადეთ ფინანსები გონივრულად მართოთ, რადგან შესაძლოა, მალე ბევრი ფული დაგჭირდეთ. ამ დღეს შეხვდებით ადამიანს, რომელიც კარიერულ ზრდაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ოჯახის მართვის სადავეები საკუთარ ხელში აიღოთ და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები მიიღოთ. გამორიცხული არ არის საკვებით მოწამვლა, ამიტომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჭამას უნდა ერიდოთ.

სასწორები

ამ დღეს შესაძლოა, მცირე სირთულეები შეგექმნათ, როლებიც დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროთ. გაითვალისწინეთ, რომ დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. დღის მეორე ნახევარში შემთხვევითი შეხვედრა დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რომელი მიმართულებით უნდა იმოქმედოთ. ამჟამად მთავარია, მთელი ყურადღება შორსმიმავალი გეგმებიდან მიმდინარე მოვლენებზე გადაიტანოთ.

მორიელი

შესაძლოა, ამ დღეს სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ. ხელსაყრელი დღეა საოჯახო და ყოველდღიური საქმეების მოგვარებისთვის - მაგალითად, ავეჯისთვის შეცვლის ან გადაადგილებისთვის. ამ დღეს შეძენილი ტექნიკა დიდხანს მოგემსახურებათ. გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ ჯანმრთელობას. გაითვალისწინეთ, რომ უჩვეულო საკვებმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. მარტოხელა მორიელებს სასიყვარულო ურთიერთობა ელით.

მშვილდოსანი

რთული დღე გელით. დროა, დაიწყოთ საქმე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში აჭიანურებდით. ინტუიცია ყველაზე რთული სიტუაციების სწორად შეფასებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ფინანსური მდგომარეობის თვალსაზრისით პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ ჰოროსკოპი ამ დღეს სესხის აღებას არ გირჩევთ. ეცადეთ, მოდუნება ისწავლოთ და საღამო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ. მარტოხელა მშვილდოსნებს რომანტიკული პაემანი ელით.

თხის რქა

ამ დღეს თქვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენა მოგიწევთ, რათა არასტანდარტულ პრობლემებს გაუმკლავდეთ და კეთილდღეობას მიაღწიოთ. ხელსაყრელი დღეა უძრავი ქონების შეძენისა და ხელშეკრულების გაფორმებისთვის. აზარტული თამაშებისგან თავის შეკავება ჯობს - შესაძლოა, ამჯერად აღარ გაგიმართლოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა სკანდალი თავიდან აიცილოთ.

მერწყული

ამ დღეს თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და ყველაზე რთულ საქმეებსაც კი ადვილად უმკლავდებით. მოულოდნელი ფინანსური მხარდაჭერა საშუალებას მოგცემთ, ჩანაფიქრი განახორციელოთ და თავდაჯერებამოგემატოთ. დაოჯახებულმა მერწყულებმა ამ დღეს მეუღლის მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ - გირჩევთ, საღამო ერთად გაატაროთ, ეს უფრო დაგაახლოებთ.

თევზები

თევზებო, ეცადეთ ყველაზე მოსაწყენ საქმეშიც კი კრეატიულობის ელემენტი შეიტანოთ და სამუშაო პროცესი უფრო მრავალფეროვანი გახადოთ. გახსოვდეთ, ამ დღეს მომავალი ფინანსური კეთილდღეობის საძირკველი უნდა ჩაყაროთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საუბრების გადადება არ შეიძლება. ეცადეთ, ნეგატიურ ემოციებს თავი დააღწიოთ და წყენა დაივიწყოთ. სავარაუდოდ, მარტოხელა თევზები საყვარელ ადამიანს შეხვდებიან.


აგრეთვე იხილეთ: