4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ტყუპები
ნუ დაიწყებთ რთულ საქმეს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ხმაურიანი წვეულების კარგი დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. უახლოეს დღეებში შეიძლება ფული იპოვოთ ან დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ. ნებისმიერ შემთხვევაში მზად იყავით სასიამოვნო სიურპრიზისთვის.
კირჩხიბი
ეცადეთ, ეს დღე აქტიურად და მხიარულად გაატაროთ, მაგრამ უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ. ნუ მოგერიდებათ, რომ საკუთარ უნარებზე და მიღწევებზე საჯაროდ ისაუბროთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და ახალი პროექტები დაგეგმოთ. ხელსაყრელი დროა სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებისთვის, მით უმეტეს, რომ ენერგიით სავსე ხართ და აქტიური მოქმედების სურვილიც გაქვთ.
ლომი
შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. ამ დღეს მეტი შეხვედრა და ურთიერთობა გჭირდებათ, რადგან ახლად გაცნობილი ადამიანისგან შეიძლება რთული საკითხის მარტივი და ორიგინალური გადაწყვეტილება მოისმინოთ. გამჭრიახობისა და გამოცდილების დახმარებით ფინანსების სწორად განაწილებას შეძლებთ. ინტუიცია სწორ რჩევას გაძლევთ – მთავარია, მოუსმინოთ.
ქალწული
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე გართობას და სასიამოვნო ურთიერთობებს დაუთმოთ. მეგობრები მოიწვიეთ, რამე გემრიელი მოამზადეთ გასართობი მოიფიქრეთ. მთავარია, ცოტა ხნით სამსახური და პროფესიული პრობლემები დაივიწყოთ, რათა განწყობა არ გაიფუჭოთ. საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში წარმატება გელით. შესაძლოა ახალი ნაცნობობა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს.
სასწორი
თქვენი პიროვნული ხიბლი ამ დღეს ყველაზე უკარება ადამიანსაც კი მოხიბლავს. ეს დღე შეგიძლიათ რომანტიკული ნაცნობობისთვის ან საჭირო ადამიანებთან კავშირის დასამყარებლად გამოიყენოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ან ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. სასურველია ექიმთან ვიზიტი და პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყება.
მორიელი
ოჯახთან უახლოეს ნათესავებთან ერთად გატარებული დღე და წარსულის გახსენება დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ, ყველა უსიამოვნებას და პრობლემას დაგავიწყებთ. ალბათ დადგა დრო, რომ სიკეთით გადაუხადოთ მათ, ვინც აქამდე უანგაროდ დაგეხმარათ. ეცადეთ, მაცდურმა შეთავაზებებმა არ მოგატყუოთ. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
მშვილდოსანი
სახლში ნივთების მოწესრიგება და საყოფაცხოვრებო საკითხებზე ზრუნვა სიმშვიდეს დაგიბრუნებთ. მოერიდეთ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან კამათს – ერთმანეთს აზრს ვერ შეაცვლევინებთ და განწყობას ტყუილად გაიფუჭებთ. საყვარელი ადამიანი თქვენს თავშეკავებას გულგრილობად და უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება, წყენა და გაუგებრობა გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, საეჭვო და სარისკო წინადადებებს არ დათანხმდეთ.
თხის რქა
დროს ნუ დაკარგავთ და საოჯახო პრობლემების მოგვარება დაიწყეთ. უმჯობესია, შოპინგი სხვა დღისთვის გადადოთ, რადგან ამ დღეს შეიძლება იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე გეგმავდით და შეძენილმა ნივთებმა იმედები გაგიცრუოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გეკამათებათ და თქვენთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს, ამ დღეს სხვების აზრი ნაკლებად გაინტერესებთ.
მერწყული
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ, ფრთხილად, აჩქარების გარეშე იმოქმედოთ. გარშემო მყოფებმა შეიძლება თქვენი ქმედებები გააკრიტიკონ ან რჩევა მოგცენ, რომელიც არ გითხოვიათ, მაგრამ ეს კონფლიქტის და დაპირისპირების მიზეზად არ უნდა აქციოთ. ინტუიციას არ ენდოთ. თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ მსგავს სიტუაციაში ადრეც ყოფილხართ, ამჯერად შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად მოხდეს, ამიტომ ლოგიკით და გამოცდილებით იხელმძღვანელეთ.
თევზები
ამ დღეს რჩევების მიცემა და პრობლემების მოგვარებაში სხვების დახმარება მოგიწევთ. გამორიცხული არ არის, რომ წარსულის ადამიანებს შეხვდეთ ან ძველი პრობლემა შეგექმნათ. გადაწყვეტილებებს სპონტანურად ნუ მიიღებთ, ეცადეთ, ყველა მოსალოდნელი რისკი შეაფასოთ და ადრე დაშვებული შეცდომა არ გაიმეოროთ.