რეგისტრაცია

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 Jan 2025, 00:00

სასწორი

არაფერი გიფუჭებთ განწყობას ისე, როგორც თავხედი და ამპარტავანი ადამიანი. დღის განმავლობაში რამდენიმე ასეთ ადამიანს შეხვდებით, რომლებიც ეცდებიან თქვენი მიღწევები მიითვისონ და თქვენი ღირსება დაჩრდილონ. ვარსკვლავები გირჩევენ, ასეთ ადამიანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. მით უმეტეს, რომ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ.

მორიელი

ამ დღეს არ უნდა ესტუმროთ მას, ვისაც თქვენზე დიდი და კეთილმოწყობილი ბინა აქვს. როგორი კეთილი და კარგად აღზრდილიც არ უნდა იყოთ, პლანეტების განლაგება თქვენში შურის შემოტევას გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს რაღაც ლამაზი და, რაც მთავარია, სახლისთვის საჭირო ნივთი იყიდოთ, თანაც ისეთი, თქვენს ახლობლებს რომ არ აქვთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, საკუთარი უგუნურების მსხვერპლი გახდეთ. თავი უამრავი გეგმით გაქვთ სავსე და მთელი ფიზიკური და მორალური რესურსი ამ გეგმების ერთდროულად განხორციელებაზე გაქვთ მიმართული. გირჩევთ, ათი კურდღლის დევნა შეწყვიტოთ და მათ შორის ერთი, ყველაზე უფრო ლამაზი აირჩიოთ.

თხის რქა

თავი დაანებეთ სხვისი ფულის დათვლას და ყურადღება საკუთარ პრობლემებზე გადაიტანეთ. ამ შემთხვევაში, ვარსკვლავები ფინანსურ წარმატებას გპირდებიან. განსაკუთრებით ფინანსურ და ქონებრივ დავას უნდა მოერიდოთ და ენერგია სიყვარულისკენ მიმართოთ - ამ სფეროში გამარჯვებას ვერავინ შეგეცილებათ.

მერწყული

ეცადეთ გააცნობიეროთ, რომ ეჭვიანობა უგუნურებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაფერზე ეჭვიანობ, რაც მოძრაობს. დამშვიდდით, რამდენიმე დღეში ამ გრძნობის კვალიც არ დარჩება. გირჩევთ თქვენი ბობოქარი ენერგია რამე უფრო პოზიტიური საქმისკენ მიმართოთ. მით უმეტეს, რომ კარიერაში შეგიძლიათ უზარმაზარ წარმატებას მიაღწიოთ.

თევზები

ამ დღეს გარშემო მყოფთა ენთუზიაზმი გაუგებარი და საეჭვო გეჩვენებათ. საკუთარი ნებით არცერთ საჯარო ღონისძიებაში არ ჩაერთვებით და ენერგიას მხოლოდ საკუთარი პრობლემების მშვიდად გადაწყვეტაზე დახარჯავთ. ბედის კეთილგანწყობას სწორედ ასეთი სიმშვიდე მოგიტანთ.


აგრეთვე იხილეთ: