რეგისტრაცია

“აირჩიე ერთ-ერთი ქვა და გაიგე რა გელოდება წინ..” – ჯერ დაწერეთ რიცხვი და შემდეგ ნახეთ სტატია

“აირჩიე ერთ-ერთი ქვა და გაიგე რა გელოდება წინ..” – ჯერ დაწერეთ რიცხვი და შემდეგ ნახეთ სტატია
20 Nov 2024, 23:12

4.ობსიდიანი
ეს ქვა რაღაცის დასრულების სიმბოლოა. თუ მას ირჩევთ, თქვენი ქვეცნობიერი გეუბნებათ, რომ დროა მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ბედნიერი გახდეთ. თქვენ მიწაზე მყარად იწყებთ ფეხის დაბიჯებას. როგორც იქნა, იწყებთ გაცნობიერებას, რომ სხვებს თქვენზე მეტად სულაც არ უმართლებს და არავისზე ნაკლები იღბალი არ გაქვთ. ყველას აქვს პრობლემები, უბრალოდ თქვენ ამის შესახებ არ იცით. თქვენ ის ხართ, რასაც ფიქრობთ. ეჭვები, სიბრაზე, იმედგაცრუება, შეგრძნება იმისა რომ გიღალატეს, გაგწირეს, უარყოფითი ემოციები მთელ სისტემას წამლავს და საცოდაობის ჭაობში გითრევთ. არავის შეუძლია გვატკინოს საკუთარი თავის გარდა. საბედნიეროდ, ეს ენერგობლოკადა რღვევას იწყებს. თქვენ იპოვით ძალას, რომ გათავისუფლდეთ ნეგატიური აზროვნების ჯაჭვებისგან, ნეგატიური ადამიანებისგან, ჩვევებისგან, სიტუაციებისგან და მოიპოვოთ სულიერი სიმშვიდე. მთავარია, გააცნობიეროთ რომ ხანგრძლივი ბედნიერებისკენ მიმავალი გზა იმით ტკბობა და იმის დაფასებაა, რაც გაქვთ, თორემ ყოველთვის იმის არ ქონით დაიტანჯებით, რაც არ გაქვთ. გაუშვით ნეგატივი, რომ პოზიტივის ადგილი გამოთავისუფლდეს თქვენს ცხოვრებაშიც.

5.ჰოვლიტი
თუ ამ ქვამ მიგიზიდათ, შესაძლოა სხვა სამყაროებისგან მესიჯებს იღებდეთ სიზმრების, არსაიდან დაბადებული ფიქრების, ხილვების ან სამყაროსგან გამოგზავნილი სხვადასხვა ადამიანების, ან ნიშნების სახით. თქვენ წინ მიგიძღვიან, მიენდეთ ინტუიციას. მან ფიქრის გარეშეც ყველაფერი იცის, გზას გიმოკლებთ წარმატებისკენ. თუკი ამ ბოლო დროს უძილობა გაწუხებთ, ესე იგი შინაგანი ხმისთვის წაყრუების მცდელობა გაქვთ. საჭიროა გააცნობიეროთ, რომ ხანდახან დინებასთან ჭიდილს აზი არ აქვს და პირიქით, დინებამ უკეთ იცის საით წაგიღოთ. თქვენ მარტო არ ხართ, თქვენ არასოდეს ხართ მარტო ამ გზაზე. ჰოვლიტი სულიერი სამყაროს მესიჯია და ნიშნავს იმას რომ თქვენი მფარველი ანგელოზი ხელს გიწვდით. ისინი ითხოვენ მხოლოდ ერთ რამეს, ირწმუნო მათი, ხელი ჩაჰკიდო და გაჰყვე.
P.s. ჰოვლიტს ბედნიერება მოაქვს იმათთვის, ვისაც შვილის ყოლა სურს, ან ორსულად გახლავთ უკვე. იგი ჯანმრთელი და ძლიერი ბავშვის თილისამაა

6.დალმატინელი იასპი
დროა მეტი სიხალისე და იუმორი შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. თუ ეს კრისტალი აირჩიეთ, შეგიძლიათ თქვენში არსებული პატარა უფლისწულის ძახილად ჩათვალოთ; ,,ვითამაშოთ, რა“. შესაძლოა, უკანასკნელ ხანებში ძალიან გიჭირდათ, რაღაცაზე ნერვიულობდით, რამე მძიმედ გადაიტანეთ და ცოტა ცინიკოსი გახდით. დალმატინელი იასპი გვახსენებს, რომ ჩვენ ფიზიკური სხეულები კი არ ვართ სულით, ჩვენ სულიერი არსებები ვართ ფიზიკური სხეულით. თქვენ გავიწყდებათ, რომ აქ მხოლოდ სულიერი გამოცდილების ასაღებად ვართ მოსული, რომ მხოლოდ რამდენიმე წელი გვაქვს ამ გამოცდილების ასაღებად და მერე ისევ ენერგიის ფორმას უნდა დავუბრუნდეთ. ეს წლები საჩუქარია და ამ საჩუქრით სიხარულის განცდა უნდა ისწავლოთ, თითოეული წუთით ტკბობა. ნებისმიერი, ყველაზე საშინელი სიტუაციის შემსუბუქება შეიძლება იუმორით, თქვენი თუ არა თქვენი საყვარელი ადამიანების ხათრით მაინც. იუმორის გრძნობა ოჯახთან, მეგობრებთან გვაახლოვებს. გვეხმარება სიძნელეებთან გამკლავებაში. თუკი სირთულეზე გაცინება შესძელით, ეს მასზე გამარჯვების პირველი ნაბიჯია. ასე სამყაროს უგზავნით მესიჯს; მე ამაზე განაწყენებას არ ვაპირებ და დღეს ჩემი დღეა!
წყარო:elnews.ge


აგრეთვე იხილეთ: