7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

სასწორი
აქტიური და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, მშვიდად და წინდახედულად იმოქმედოთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და არ აჩქარდეთ - შედეგს მხოლოდ მშვიდი და კარგად გააზრებული მოქმედება მოგიტანთ.
მორიელი
დილიდან რთული დღე გელით, მაგრამ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი საქმის კეთებაში ხელს გიშლით. შესაძლოა, ოჯახის რომელიღაც წევრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გაუჩნდეს და გირჩევთ, ექიმს დროულად მიაკითხოთ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. გირჩევთ საგაზაფხულოდ სტილის შეცვლაზე იზრუნოთ და სილამაზის სალონს მიაკითხოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელი ადამიანი სამსახურის დაწყებაში დაგეხმაროთ.
თხის რქა
შესაძლოა, ამ დღეს საქმიანი წინადადება მიიღოთ, მაგრამ მაშინვე ნუ დათანხმდებით, რადგან ეს თქვენთვის არც თუ ისე მოგებიანი საქმეა. არ არის გამორიცხული მოულოდნელი წინადადება ან დიდი ხნის საქმიან პარტნიორთან შეხვედრა. გახსოვდეთ, რომ ვინც შორეულ სირთულეებზე არ ფიქრობს, ახლო უსიამოვნებები ელის.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებისთვის, მაგრამ არა საქმისთვის - ამ დღეს დაბნეული ხართ და ყურადღების მოკრება გიჭირთ. ეცადეთ, უფროს ადამიანებთან ურთიერთობის დროს ტაქტისა და წონასწორობის გრძნობა არ დაკარგოთ. სავარაუდოდ, გავლენიან ადამიანთან შეხვედრა გელით.
თევზები
ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. ბევრი გადაუდებელი საქმის გაკეთება მოგიწევთ, მაგრამ შედეგი ისეთი არ იქნება, როგორსაც ელოდით. ეცადეთ, სამსახურში არ დააგვიანოთ, რადგან უფროსისგან შენიშვნას დაიმსახურებთ.