რეგისტრაცია

დიდი სკანდალი "ევროვიზიის" წინ: "ოფიციალურ ინფორმაციას დავასწრებ და უკვე გეტყვით, ვინ წარადგენს საქართველოს... დეპრესიაში ჩავარდნას არ ვაპირებ"

დიდი სკანდალი "ევროვიზიის" წინ: "ოფიციალურ ინფორმაციას დავასწრებ და უკვე გეტყვით, ვინ წარადგენს საქართველოს... დეპრესიაში ჩავარდნას არ ვაპირებ"
07 Mar 2025, 13:08

კონ­კუ­რენ­ცი­ა­სა და კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ სიმ­ღე­რა­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, წელს, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ღე­რა­ლი მა­რი­ამ შენ­გე­ლია წა­რად­გენს.

ინ­ფორ­მა­ცია ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა რო­გორც შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ამ­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი 13, 15 და 17 მა­ისს შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ბა­ზელ­ში, St. Jakobshalle-ში გა­ი­მარ­თე­ბა

თა­თია კო­ბა­ლა­ძე:

- ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ვას­წრებ და გე­ტყვით, რომ წელს, "ევ­რო­ვი­ზი­ას" სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­რად­გენს მა­რი­ამ შენ­გე­ლია, ქეთი გა­ბი­სი­ა­ნის სიმ­ღე­რით „ანი ბანი". მა­რი­ამს უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ რო­გორც ქარ­თველს და ასე იქ­ნე­ბო­და ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

ჩემი სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი იყო უნი­ჭი­ე­რე­სი გოგო, მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მშვი­დად ელო­დე­ბა პა­სუხს კი­თხვა­ზე, ვინ შე­ა­ფა­სა სიმ­ღე­რა და ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ მისი სიმ­ღე­რა არ უნდა გა­სუ­ლი­ყო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე". ამ კონ­კურ­სში იმარ­ჯვებს სიმ­ღე­რა და არა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

მა­ი­კო ელო­დე­ბა პა­სუხს, ვინ იჯდა კო­მი­სი­ა­ში ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ მისი სიმ­ღე­რა არ უნდა გა­სუ­ლი­ყო. დიდი ხა­ნია ვიცი, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა არ ვამ­ბობ­დი, რომ ეს სიმ­ღე­რა იყო მა­რი­ა­მის სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც უნდა გა­ე­ტა­ნათ. ასე­ვე და­დი­ო­და ჭო­რე­ბი, რომ მა­რი­ა­მი არის გა­და­წყვე­ტი­ლი და აზრი არ აქვს. რამ­დე­ნად მომ­გე­ბი­ა­ნია სიმ­ღე­რა „ანი ბანი" „ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" ეს არ ვი­ცით და ვნა­ხავთ. მე ვფიქ­რობ, რომ არ უნდა გა­ვა­სა­ჯა­როო სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც გავ­გზავ­ნე, რად­გან შემ­დეგ წელს, მზად იყოს ეს სიმ­ღე­რა. მუ­სი­კის ავ­ტო­რია მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი, ტექ­სტის ავ­ტო­რი ბიბი კვა­ჭა­ძე.

სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვარ თუ ობი­ექ­ტუ­რი, მე­სი­ჯი რო­მე­ლიც ჩემს სიმ­ღე­რა­ში იდო, ეს იყო მო­გე­ბის გა­რან­ტი. თუ კი ვინ­მეს უნ­დო­და, რომ შან­სი ჰქო­ნო­და სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის უნდა წა­სუ­ლი­ყო ეს სიმ­ღე­რა. რა თქმა უნდა გული დამ­წყდა, მაგ­რამ ეს არ არის ჩემ­თვის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. ამის გამო, დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­დნას არ ვა­პი­რებ, ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბია ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა აქვე ვამ­ბობ, რომ ის მე­სი­ჯი, რო­მე­ლიც ჩვენ გვქონ­და იყო გა­მარ­ჯვე­ბის გა­რან­ტია.

ახლა ის დროა, და­ვე­ლო­დოთ ევ­რო­ვი­ზი­ას, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვოთ მა­რი­ამს და და­ვე­ლო­დოთ პო­პ­კორ­ნით ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა და როცა გაქვს მე­სი­ჯი, რომ­ლის გა­ტა­ნაც მინ­დო­და, რა­ტო­მაც არა, თუ ვინ­მეს მივ­ცემ­დი სტი­მულს, რომ სიმ­სივ­ნე არ არის გა­ნა­ჩე­ნი და ჩემს ქვე­ყა­ნას წარ­მა­ტე­ბას მო­ვუ­ტან­დი, რა­ტო­მა არა. ბოლო წა­მამ­დე ვიბ­რძო­დი, რომ ყო­ფი­ლი­ყო სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ...

ის ხალ­ხი ვინც მწერ­და, ლო­გინ­ში უნდა იწვე და ჯან­მრთე­ლო­ბას მი­ხე­დეო, კარ­გით ხალხნო, ლო­გინ­ში ვიწ­ვე­ბი და მო­მა­ვალ წელს აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე".

წყარო: ambebi.ge


აგრეთვე იხილეთ: