ცნობილია ჭავჭავაძეზე მოკლული კაცის ვინაობა, რომელსაც 9 ტყვია ესროლეს – რას ამბობენ მოკლულის ოჯახის წევრები?

ვერ დაინახეს, როგორ მიიმალა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან, ან რით გადაადგილდებოდა.
ადგილზე მოკლულის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან, რომლებმაც “პირველ არხს” განუცხადეს, რომ მოკლული 58 წლის ბიზნესმენია ლევან. ჯ-ა, რომელსაც ბიზნესი საზღვარგარეთ ჰქონდა. ცხედარი ჯერ არ გადაუსვენებიათ ექსპერტიზაზე.
გავრცელებული ინფორმაციით მოკლულს ბიზნესი საზღვარგარეთ ჰქონდა.
,,პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.