რეგისტრაცია

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
18 Jul 2025, 22:37

მორიელი

ეს დღე წყენას და ილუზიებს უკავშირდება. თუ ყველა საქმემ იმედგაცრუება მოგიტანათ, მიზეზი საკუთარ თავში მოძებნეთ. იქნებ სხვების მიმართ ძალიან მომთხოვნი ხართ? ქვეშევრდომების მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნები ნუ გექნებათ და ეცადეთ ოჯახის წევრების მიმართ ნაკლებად აგრესიული იყოთ. პატივი ეცით თითოეული ადამიანის ინტერესებს.

მშვილდოსანი

პლანეტების განლაგება ძველებურად არახელსაყრელია. ოჯახში ან პარტნიორთან ურთიერთობისას მოსაოდნელია პრობლემები. სავარაუდოდ, ახალი სასიყვარულო თავგადასავალი გელით, რომელიც ცრემლებით და უკმაყოფილებით დასრულდება.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა. იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, პიროვნული ხიბლი და ინტუიცია. შემოქმედებითი საქმიანობა ან საყვარელი ჰობი შეიძლება ,დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს. მარტოხელა თხის რქებს პირად ცხოვრებაში აღიარება და წარმატება ელით, მაგრამ პარტნიორის მიმართ ქცევის ტაქტიკის შეცვლა მოუწევთ.

მერწყული

ეს დღე შინაგანი სულიერი ძალების გამოღვიძების სიმბოლოა. ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა, ბუნებაში დასვენება, გასეირნება და მოგზაურობა. შეხვედრა, რომელიც ამ დღეს გელით, ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ და უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

თევზები

ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. საკუთარ მოთხოვნებში უფრო მომთმენი და მოკრძალებული იყოთ. ამ შემთხვევაში შეძლებთ, გააუმჯობესოთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა, დაამყაროთ და გააძლიეროთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და მიზანს ნაკლები დანაკარგებით მიაღწიოთ. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ბავშვების ჯანმრთელობას.


აგრეთვე იხილეთ: