გაავრცელეთ ყველაამ გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ - მოსალოდნელია თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი
თოვლის სახით იქნება შიდა ქართლის ტერიტორიაზე მთიან და მაღალმთიან რაიონებში, რასაც ძლიერი ქარი დაემატება. თბილისში და კახეთში მცირე ნალექის ალბათობაა თოვლის სახით და იქნება ძლიერი ქარი. ეს დღეები კვლავ ცივი ამინდები იქნება. დასავლეთ საქართველოში დღისით 3-9 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 1-6 გრადუსის ფარგლებში“, - განაცხადა თამარ პაპაშვილმა.
მისივე თქმით, 19 დეკემბრიდან 22 დეკემბრამდე საქართველოში გამოიდარებს.
„19-ში დღისით უკვე გამოიდარებს, 20-21 დეკემბერს არაჩვეულებრივი ამინდია, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 15 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში 10-12 გრადუსამდე შესაძლოა ავიდეს. 22 დეკემბრის საღამოდან კი კვლავ ნალექს ველოდებით“, - განაცხადა პაპაშვილმა.