4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
გირჩევთ, მშვიდი, პასიური დასვენებისთვის მოემზადოთ, რადგან ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეების კეთება არ გამოგივათ. თუ დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ მეგობრების იმედი გქონდეთ – ისინი უარს არ გეტყვიან. სიტუაციამ შეიძლება თქვენი ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ყოფნა მოითხოვოს! ერთგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით.
კურო
მშვენიერი დღეა სიტუაციის შეფასებისა და სტრატეგიის შესამუშავებლად. ამ დღეს შეგიძლიათ რთული კითხვის პასუხი ან დახლართული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, რადგან შესაძლოა არასწორი რჩევა მოგცენ. მზად იყავით, რომ თქვენმა ამბიციურობამ შეიძლება გარშემო მყოფთა დაუფარავი შური გამოიწვიოს.