რეგისტრაცია

ვის მობილურში იპოვეს ფოტოები, რომელშიც მოკლული ლორა სმიტი ჩანს? – ამ მტკიცებულებით ყველაფერს ფარდა ეხდება (ვიდეო)

ვის მობილურში იპოვეს ფოტოები, რომელშიც მოკლული ლორა სმიტი ჩანს? – ამ მტკიცებულებით ყველაფერს ფარდა ეხდება (ვიდეო)
18 Nov 2024, 18:51

2018 წლის 4 ივლისს ხადის ხეობაში სმი­ტე­ბის ოჯა­ხის 3 წევ­რი მოკლეს. საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წყვილის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის მკვლელობისთვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რია. მას გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ უვა­დო თავიsუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. კო­ბა­უ­რი ბრალს არ აღი­ა­რებს.

სასამართლოზე კობაურის წინააღმდეგ წარადგენენ მის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილ კადრებსაც. ფოტოებზე მოკლული ლორა სმითი ჩანს, ფოტოს ავტორი კი ბრალდებულია.

საინტერესოა ისიც, რომ კობაურის ბრალეულობის შესახებ თავდაპირველად მწყემსებმა იეჭვეს. ჩვენებების მიხედვით, როცა კობაურმა გაიგო, რომ ხეობაში პოლიციელები გამოჩნდენ, მან მწყემსების თანდასწრებით აიღო თოფი, გაახვია ის ნაჭერში და გადამალა. ამან მწყემსები დააეჭვა და მათ სამართალდამცველებს შეატყობინეს.

სმიტების მკვლელობის საქმის მთავარი დეტალები, რომლებიც თავდაყირა აყენებს მალხაზ კობაურის პირველ აღიარებით ჩვენებას -რა აღმოაჩინეს სმიტების ფოტოაპარატში, რომელიც გადამალული იყო.


აგრეთვე იხილეთ: