„ვთხოვდი, გავეშვით და არ მოვეკალით, რაზეც მიპასუხა...“ - სვანეთში თავდასხმის შოკისმომგვრელი დეტალები, რას ამბობს გატაცებული კაცის მეუღლე
მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში მეორე დღეა სამძებრო-დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ.
ქართულ მედიაში სვანეთში დაყაჩაღებული და გატაცებული უცხო ქვეყნის მოქალაქის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გატაცებული კაცის ნათესავები მისი ცოლის, ალინას მონათხრობს რუსულ „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებენ.
ქალი მომხდარს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია პოლიციასაც მიაწოდა.
„ჩვენ თეთნულდში მივდიოდით, როცა გათოვდა. გვირაბის შემდეგ გავჩერდით, რათა თოვლში ვიდეო გადაგვეღო. პირველად, როცა მათ ჩვენთან ჩამოიარეს, გაჩერდნენ და გვკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა. ვუპასუხეთ, რომ არა, უბრალოდ ფოტოებს ვიღებდით, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ. ცოტა ხანში ჩვენ მათ გადავუსწარით, ისინი გზის პირას იდგნენ. გზაზე ერთ მანქანას შევხვდით, რომელიც გაიჭედა, ვიტიამ ის თოკით ამოიყვანა. ამ დროს თეთრი „სუბარუმ“ გვერდით ჩაგვიარა და აღარ გაჩერებულა.
როცა ვიტიამ შორიდან დაინახა, რომ ისინი გზის შუაში იდგნენ, მთხოვა, რომ საბარგულიდან დანა მიმეცა. გაჩერდა, გადავიდა და ჰკითხა, რა მოხდა.
მათ ტუმბო სთხოვეს, რაც ვიტიამ მათ გადასცა.
შემდეგ კონფლიქტი დაიწყო. ისინი ამბობდნენ: „ტელეფონები დაგვიბრუნეთ, რატომ გვიღებდით?“ ვიტიას ერთ-ერთი ტელეფონი მანქანიდან აიღეს. ვიტიამ მათ სთხოვა, რომ მე არ შემხებოდნენ. მეორე ტელეფონიც აიღეს. შემდეგ მათ შორის დიალოგი დაიწყო; მე მხოლოდ ვიტიას საუბარი მესმოდა, ის სთხოვდა, არ შეხებოდა.
მერე ორი გასროლა გავიგონე, ვიტიას ვეღარ ვხედავდი. ერთი მათგანი იარაღით მოვიდა ჩემთან, დამიმიზნა და ტელეფონის მიცემა მთხოვა. შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და გზა გააგრძელეს. ცოტა ხნის შემდეგ, „სუბარუ“ დაბრუნდა, ჩვენმა მანქანამ მობრუნება დაიწყო, მძღოლი გადავიდა და „სუბარუ“-ში ჩაჯდა. ისინი 10 წუთით გაქრნენ. ამ დროს 112-ში დავრეკე და ავუხსენი, რომ დაახლოებით ერთი საათი იყო დარჩენილი მესტიამდე. მანქანის ნომერიც მივაწოდე და ყველაფერი ავუხსენი.
მანქანაში ჩავიკეტე, მაგრამ ისინი დაბრუნდნენ. ერთ-ერთმა მინების ჩამსხვრევა დაიწყო. კარი გავხსენი და მითხრა, გვერდით სავარძელში გადაჯექი. გავჩუმდი, ისე გავაგრძელეთ გზა. ვთხოვდი, გავეშვით და არ მოვეკალით, რაზეც მიპასუხა, „არავინ არ გკლავთ.“ იმ ადგილამდე მივედით, სადაც „სუბარუ“ წინ წავიდა და აღმართზე ვერ ავიდნენ.
მერე უკან დაიხია, ჩვენი მანქანის მგზავრი „სუბარუ“-ში გადაჯდა და წავიდნენ. ამ დროს მოვახერხე ტელეფონის ამოღება და კვლავ 112-ში დავრეკე. ორ გამვლელი მანქანა გავაჩერე. მალე პოლიციაც მოვიდა. იქვე პიკაპები ავტომატებით მიჰყვებოდნენ. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გრძელდება. ანალოგიურ ამბავს გამომძიებლებსაც ვუყვები, - ჰყვებოდა ალინა.
სვანეთში 12 საათზე მეტია გატაცებულ ტურისტს ეძებენ. ვიქტორ სოლოვიოვს და მის მეუღლეს თავს უცნობი პირები დაესხნენ. კაცს ჯერ იარაღით დაემუქრნენ, შემდეგ კი გაიტაცეს.
გამოძიება ამ ეტაპზე ორი მუხლით მიმდინარეობს - ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოს ტარება.